საფეხბურთო მატჩების ჩაწყობის საქმე - სასამართლო პროცესი

22 მაისი 2019, 12:05 1845 ნახვა

სუს-ის მიერ დაკავებული 11 ფეხბურთელიდან  პროკურატურა ოთხის მიმართ პატიმრობას, 7-ის მიმართ კი 10-ათას ლარიან გირაოს ითხოვს საპატიმრო უზრუნველყოფით.  აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო დღეს იმსჯელებს, ბრალი კი მათ გუშინ წაუყენეს.

სუს-ის ინფორმაციით, ორგანიზებული ჯგუფის წევრები დანაშაულებრივად უკავშირდებოდნენ საფეხბურთო კლუბების ფეხბურთელებს და გარკვეული თანხის სანაცვლოდ ურიგდებოდნენ მოწინააღმდეგე გუნდთან წინასწარ შეთანხმებული ანგარიშით ე.წ. „ჰანდიკაპით“ – ორი ან მეტი ბურთით წაგებაზე.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში