მოსამართლემ მერიის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა - ახალი მეჩეთის მშენებლობის საქმეზე სხდომა განახლდა 

22 მაისი 2019, 11:17 3437 ნახვა

ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის საკითხზე ჩანიშნული სხდომის გადადება, მერიამ დღეს კიდევ ერთხელ მოითხოვა. მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძემ შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. 

მერიის იურისტმა სასამართლო პროცესზე თქვა, რომ მხარეებს შორის შეხვედრა ივნისში გაიმართება, სწორედ ამ დრომდე ითხოვდა უფლებადამცველი სხდომის გადადებას. 

მოსამართლემ პროცესის გაგრძელების გადაწყვეტილება მიიღო. დღეს მხარეები ჯუმბერ ბეჟანიძის კითხვებს უპასუხებენ, შემდეგ კი დასკვნით სიტყვას იტყვიან. 

არ არის გამორიცხული, მოსამართლემ, ადმინისტრაციულ საქმეზე გადაწყვეტილება დღესვე გამოაცხადოს. 

2017 წლის 5 მაისს, ბათუმის მერიამ მუსლიმი თემის თვითორგანიზებულ ჯგუფს, მათ მიერ შეძენილ მიწის ნაკვეთზე ახალი მეჩეთის მშენებლობისთვის საჭირო ნებართვის გაცემაზე უარი უთხრა. მუსლიმი თემი მიღებული გადაწყვეტილების დაუსაბუთებლობასა და დისკრიმინაციულობაზე სასამართლოში დავობს.

მათ ინტერესებს ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი და ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი იცავს. 

სარჩელი ბათუმის საქალაქო სასამართლოში, 2017 წლის 13 ივნისს დარეგისტრირდა.

ბათუმის მერიამ უკვე მესამედ მოითხოვა, სხდომის გადადება და საკითხის დიალოგის რეჟიმში გადაწყვეტა. 

თეონა ხარაბაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი