გაიზარდა იმ ადამიანთა რიცხვი, ვინც არც ერთ პარტიას არ მისცემდა ხმას - NDI

21 მაისი 2019, 13:01 1778 ნახვა

 

NDI-ის კვლევების თანახმად, წელს მაღალია იმ ადამიანთა რიცხვი - 60%, რომლებმაც არ იციან, რომელ პარტიას დაუჭერდნენ მხარს, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს. 

NDI გამოკითხვების მიხედვით, საზოგადოებაში პოლიტიკური პარტიების მხარდაჭერა კვლავაც დაბალი და მერყევია. მოსახლეობის 37% კი მის შეხედულებებთან ყველაზე ახლოს მდგომ პარტიას ვერ ასახელებს.

 

ხვალ რომ არჩევნები ტარდებოდეს, 17 % “ქართულ ოცნებას”, 14 % კი “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას” მისცემდა ხმას. 3-3 %  “ევროპულ საქართველოსა” და “პატრიოტთა ალიანსს” დაუჭერდა მხარს.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში