დაკავება ჯგუფურად ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადებისა და გამოყენების ფაქტზე 

21 მაისი 2019, 12:06 1084 ნახვა

საგამოძიებო სამსახურმა ჯგუფურად ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადებისა და გამოყენების ფაქტზე ერთი პირი დააკავა.  გამოძიების ინფორმაციით,  ბრალდებულმა,  თანამზრახველებთან ერთად, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით,  სოციალურად დაუცველი და სხვადასხვა მძიმე კატეგორიის დანაშაულისთვის ნასამართლევი პირების სახელზე, დაარეგისტრირა 10-ზე მეტი საწარმო, რომელთა საშუალებითაც ახორციელებდა ჯართის ფიქტიურ შესყიდვებს და გაწერებს. უწყების ინფორმაციით, უკანონოდ ჩათვლილი დამატებული ღირებულების გადასახადის ოდენობა მილიონ  200 ათას  ლარს  აღემატება.

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი