ირაკლი ღარიბაშვილს ქალთა დამცველებმა გენდერული თანასწორობა შეახსენეს

20 მაისი 2019, 21:29 1457 ნახვა

ახლა კი კიდევ ერთი ტენდენცია, რომელსაც უკვე მოჰყვა ფართო გამოხმაურება -  „ქართული ოცნების“ რიგითი წევრების შემდეგ, ახლა უკვე ლიდერები გადავიდნენ სექსისტურ განცხადებებზე. ქალთა მოძრაობა კიდევ ერთხელ ღიად გმობს სანდრა რულოვსის მიმართ გაკეთებულ შეფასებებს - იმას რაც ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა - ოცნების პოლიტიკურმა ლიდერმა რულოვსს ურჩია ქვეყნის ნაცვლად მეუღლეს მიხედოს.

დაგმობაზე მეტი იყო ოპოზიციონერ ხატია დეკანოიძის საპასუხო კომენტარი.  ტენდენციას უარყოფენ მმართველ გუნდში -  არადა ერთი რამ ფაქტია - ოპოზიციონერი ქალები ბოლო პერიოდში არაერთხელ გახდნენ მმართველი ძალის მხრიდან სექსისტური განცხადებების ადრესატები.

თეონა ხარაბაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში