ე.წ. “ოცნების ქალაქში” რეგისტრაციის პროცესი დასრულდა

20 მაისი 2019, 18:24 1547 ნახვა

ე. წ „ ოცნების ქალაქში“ ბინების მისაღებად რეგისტრაცია დასრულდა.  1637 ოჯახი აჭარის ჯანდაცვის სამინისტროსთან შექმნილმა სპეციალურმა კომისიამ შეამოწმა. 90-მდე მცხოვრები   რეგისტრაციის გასავლელად არ მივიდა. მათი რეგისტრაციისთვის  სამინისტრო დამატებით დროს გამოყოფს. ჯანდაცვის სამინისტროს თანამშრომლებთან ერთად კომისიაში ადგილობრივებიც მუშაობდნენ. რეგისტრაციის პერიოდი დაახლოებით 5 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ოცნების დასახლების მცხოვრებლებს მრავალსართულიანი საცხოვრებლების აშენებას მიმდინარე წლის თებერვალში დაპირდა. აჭარის ფინანსთა სამინისტროს განცხადებით, საცხოვრებელი კორპუსების ასაშენებლად ტენდერში გამარჯვებული კომპანია უკვე გამოვლენილია, რომელმაც უახლოეს პერიოდში უნდა წარმოადგინოს 400 ათასი ლარის  ღირებულების პროექტი. 

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში