უნდა მივიდეთ შუშის სასახლესთან და მოვიშოროთ ივანიშვილი - სანდრა რულოვსი

20 მაისი 2019, 14:50 2189 ნახვა

გაერთიანებული ოპოზიციის'' მერობის კანდიდატი ამბობს, რომ ბრძოლა ზუგდიდიდან იწყება და თბილისში ივანიშვილის სახლთან, შუშის სასახლესთან დასრულდება. 

'' ჩვენ გადავწყვიტეთ გუშინდელი ე.წ. არჩევნების ჩატარების შემდეგ, საპროტესტო ტალღა უნდა დაიწყოს ზუგდიდიდან, გადაედება მთელს ქვეყანას და დამთავრდება შუშის სასახლესთან, ივანიშვილის სახლთან.  საქართველოდან მის წასვლას მოვითხოვთ, თავი უნდა დაგვანებოს. იმიტომ, რომ მისი მოქმედება და ე.წ. მმართველობა ყველანაირ ზღვარს გადავიდა. ივანიშვილს აღარ უნდა ჩავატარებინოთ არჩევნები, რადგან არ შეუძლია, ჩვენ ყველანი უნდა დავირაზმოთ მთელი ქვეყნის მასშტაბით. არ დავტოვებ არცერთ ქუჩას, უბანს სოფელს, ქალაქს. ყველა ერთად ხელისხელჩაკიდებული უნდა მივიდეთ თბილისამდე და მოვიშოროთ ივანიშვილი. მის გარეშე უნდა გავაგრძელოთ ამ ქვეყნის გადარჩენა,'' - უთხრა ჟურნალისტებს სანდრა რულოვსმა.

მერობის კანდიდატი ამბობს, რომ სამოქმედო გეგმა მუშავდება და ის ბრძოლაში მარტო არ არის. 

„ვისაც უნდა ამ ბრძოლაში რომ შემოგვიერთდეს, შემოგვიერთდება'' - ამბობს რულოვსი. 

ჟურნალისტებმა მერობის კანდიდატს თანაგუნდელის ნიკა მელიას განცხადებაზე სთხოვეს განმარტებების გაკეთება. მელია გუშინ თქვა, რომ სამომავლო სტრატეგიაზე ერთიანი შეთანხმება უნდა არსებობს და მუდმივად რევოლუციაზე საუბარი არ უნდა იყოს.

სანდრა რულოვსმა კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ უფრო მნიშვნელოვანი საქმეებით იყო დაკავებული და ეს კომენტარი არ მოუსმენია. ამის შესახებ უბრალოდ გაიგო. 

„არ მომისმენია, მარტო გამიგია და მინდა ვთქვა, ყველას აქვს თავისი არჩევანი. მინდა, რომ ხალხთან ერთად დავიბრუნოთ ეს ქვეყანა, ეს ქვეყანა არის დაკარგული, რადგან არჩევნები არ ტარდება ამ ქვეყანაში. რაც მთავარია, ხალხში არის შეთანხმება, რომ ივანიშვილი ამ ქვეყანაში არ უნდა იყოს“, – თქვა სანდრა რულოვსმა.

ცესკოს წინასწარი მონაცემებით, პირველივე ტურში ქართული ოცნების კანდიდატი, გეგა შენგელია იმარჯვებს

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში