ბათუმს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ქალაქ ლიანიუნგანის დელეგაცია ეწვია

20 მაისი 2019, 12:29 1331 ნახვა

ბათუმს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ქალაქ ლიანიუნგანის დელეგაცია ეწვია. ვიზიტი ორ ქალაქს შორის მეგობრობისა და სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობის გასაღრმავებლად დაიგეგმა.  

 ბათუმისა და ლიანიუნგანის მერებმა ხელი მოაწერეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს, რომელიც  სავაჭრო, ეკონომიკურ, ტურიზმის, განათლებისა და სპორტის სფეროების გაუმჯობესებას გულისხმობს.

ემზარ დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში