"დინამო" ბათუმმა  საკუთარ მოედანზე "ვიტ ჯორჯია" 2-0 დაამარცხა

19 მაისი 2019, 22:44 3323 ნახვა

"დინამო" ბათუმმა  საკუთარ მოედანზე "ვიტ ჯორჯია" 2-0 დაამარცხა. მატჩის პირველი გოლი პირველ ტაიმში 27 წუთზე "დინამო" ბათუმის ბრაზილიელმა ფეხბურთელმა ჯოვინო ფლამარიონმა გაიტანა. მეორე ტაიმის 77-ე წუთზე კი ბენჟამინ ტეიდმა.

კრისტალბეტ ეროვნული ლიგის მე-14 ტურში ბათუმელები კვლავ ლიდერები გახდნენ. 28 ქულით, ჯერჯერობით პირველ ადგილზე არიან. მას ერთი ქულით ჩამორჩება თბილისის "საბურთალო".

ეროვნული ლიგის მე-15 ტურს  ზღვისპირელები 23 მაისს საჩხერეს "ჩუხურას" წინააღმდეგ გამართავენ.

ქეთევან ბოლქვაძე
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში