კონკურენტების ურთიერთბრალდებები ხულოში  

18 მაისი 2019, 19:38 1353 ნახვა

ამომრჩევლის მოსყიდვა, ზეწოლა და დაშინება, ასე წარიმართა ოპოზიციის შეფასებით წინასაარჩევნო კამპანია ხულოში. „ქართული ოცნების“ კანდიდატი, ოპონენტების პრეტენზიებს არ იზიარებს და ყველა განცხადებას, რომელიც წინასაარჩევნო გარემოს შეფასებისას კეთდება, კონკურენტების პროვოკაციად, დემოკრატიული პროცესების დისკრედიტაციად და ამომრჩევლის შეცდომაში შეყვანის მცდელობად აფასებს. იმის მიუხედავად, რომ აჭარის ყველაზე მაღალმთიან მუნიციპალიტეტში, მერობისთვის 14 კანდიდატი იბრძვის, ძირითად კონკურენტებად, მაინც მმართველი პარტიის-„ქართული ოცნებისა“ და გაერთიანებული ოპოზიციის მიერ წარდგენილი კანდიდატები სახელდებიან.

სწორედ ეს ხდება, სხვა პოლიტიკური და საინიციატივო ჯგუფების მიერ წარდგენილი კანდიდატების პრეტენზიის მიზეზი. ამბობენ, რომ „ქართული ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“ ამით, ძირითადი პრობლემებისა და პროგრამებიდან, ყურადღების გადატანას, უშინაარსო პოლემიკაზე  ცდილობენ. გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატის, ირაკლი ჯორბენაძის საარჩევნო შტაბში, სადაც პრეტენზიები, მმართველი გუნდის გარდა, საოლქო კომისიის მუშაობასთანაც აქვთ. ხმების დაცვას ოპოზიცია, საკუთარი დამკვირვებლებით, „ქართული ოცნება“ კი -ამომრჩევლის აქტიურობით აპირებს.

 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში