ტელეკომპანია ''ოდიშის'' ჟურნალისტი 3000 ლარით დააჯარიმეს

18 მაისი 2019, 19:30 1387 ნახვა

დადიანების სასახლესთან ინციდენტის საქმეზე ძალადობის მუხლით ბრალდებულ ლევან თორიას 3000 ლარიანი გირაოს გადახდა დაეკისრა. ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ პროკურორის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. ჟურნალისტი ლევან თორია თავს უდანაშაულოს მიიჩნევს და აცხადებს, რომ ასრულებდა პროფესიულ საქმიანობას, კონკრეტულად, ინტერვიუს წერდა სანდრა რულოვსთან, რა დროსაც მას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

პროცესზე მან თქვა, რომ იცავდა თავს და ვიდეომასალა, რომელიც პროკურატურამ  მის წინააღმდეგ გამოიყენა, არის დამონტაჟებული. ამავე ინციდენტზე დღეს 3000 ლარიანი გირაო შეეფარდა ბრალდებულ მამუკა ცირდავას. მას გამოძიება ორი პირის მიმართ ჯგუფური ძალადობას ედავება. ერთ-ერთ ბრალდებულს, გელა კვარაცხელიას კი მოსამართლემ გუშინ აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი