ზღვამ, სავარაუდოდ მკვდარი დელფინი გამორიყა

18 მაისი 2019, 12:50 1550 ნახვა

ბათუმის სანაპიროზე, ზღვამ მკვდარი დელფინი გამორიყა.  იგი ადგილობრივებმა თამარის დასახლებაში იპოვეს, ფოტოები სოციალურ ქსელში გავრცელდა. 

ზღვის ძუძუმწოვრების დაღუპვას გარემოს ეროვნული სააგენტოს მეთევზეობისა და შავი ზღვის მონიტორინგის სამსახურში ბიოლოგიურ სიკვდილს, ნავიგაციურ ტრამვებს, სათევზე მეურნეობის ფაქტებს და პათოლოგიურ ტოქსიკოლოგიას უკავშირებენ. ზღვამ, იანვრიდან დღემდე 50-მდე დელფინი გამორიყა, ხოლო გასულ წელს 121 შემთხვევა დაფიქსირდა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში