ფიზიკური კონფრონტაციის მაღალი რისკი - არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასება

17 მაისი 2019, 21:00 1330 ნახვა

„არსებობს მხარეებს შორის ფიზიკური კონფრონტაციის მაღალი რისკი“  - ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაციები აცხადებენ ზუგდიდში განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე. ამბობენ, რომ რისკს ზრდის ინფორმაცია, რომლის თანახმადაც  კანდიდატებისა და მათი მხარდამჭერი პარტიების მიერ მობილიზებულია რამდენიმე ათასი ადამიანი.

ხელმომწერი ორგანიზაციები პოლიტიკურ პარტიებს კონსტრუქციულობისკენ მოუწოდებენ. ამბობენ, რომ ზუგდიდის ოლქში პოლიტიკური პროცესი უკიდურესად გამწვავებულია.

„აქედან გამომდინარე, მოვუწოდებთ ყველა პოლიტიკურ ძალას, მაქსიმალურად შეიკავონ თავი აგრესიისა და დაპირისპირებისგან“ - აღნიშნავენ ორგანიზაციები. 10-ზე მეტი ორგანიზაცია მიმართავს სამართალდამცავ უწყებებსაც - გამოიყენონ მათ ხელთ არსებული ყველა კანონიერი რესურსი საზოგადოებრივი წესრიგის უზუნველსაყოფად

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში