ხელვაჩაურში, ''ოცნების ქალაქის'' ტერიტორიაზე, ქვეწარმავლები საცხოვრებელ სახლებში იპოვეს

17 მაისი 2019, 20:31 13541 ნახვა

ხელვაჩაურში, "ოცნების ქალაქის" ტერიტორიაზე, ქვეწარმავლები საცხოვრებელ სახლებში იპოვეს. სამი ქვეწარმავლიდან ორი მოკლეს. 25-ე ბატალიონში მცხოვრებლები ამბობენ, რომ ფაქტის შესახებ ბათუმის მერიას შეატყობინეს. მერიისგან კი პირობა მიიღეს, რომ ადგილზე სანდასუფთავებისა და ჰერპეტოლოგიის სამსახურის თანამშრომლები მივიდოდნენ.

25-ე ბატალიონის ტერიტორიის მცხოვრებლები ფიქრობენ, რომ ქვეწარმავლები, დასახლებული ტერიტორიის გვერდზე ჭაობიდან გამოდიან. ითხოვენ, რომ სპეციალურმა სამსახურებმა ჭაობი ამოაშრონ ან შეწამლონ, რადგან ტერიტორიაზე უამრავი ბავშვი ცხოვრობს და სიცხეებთან ერთად, ქვეწარმავლების გამრავლების საფრთხეა.

ისინი საცხოვრებელ სახლში ვერ შედიან. შიშობენ, რომ ერთი გველი, რომელიც ვერ მოკლეს, სავარაუდოდ შენობაშია.

ადგილზე არც ერთი უწყების წარმომადგენელი ამ დრომდე არ იმყოფება. მოქალაქეები ამბობენ, რომ 112-ში  7 საათისთვის დარეკეს, თუმცა დასახლებაში არც მაშველები მისულან. 

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ამბობენ, რომ მომხდარზე რეაგირება ადგილობრივი ხელისუფლების კომპეტენციაა. 

აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს ბათუმის მერიაში კი უთხრეს, რომ ტერიტორია მათ სამოქმედო არეალში არ შედის და ინფორმაციას აზუსტებენ. 

ხელვაჩაურში, "ოცნების ქალაქის" ტერიტორია, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზეა

 

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში