შავ ზღვაში, მეორე მსოფლიო ომის დროინდელი ავიამბომბი გაანადგურეს - ინფორმაციას რუსული მხარე ავრცელებს

17 მაისი 2019, 18:43 11551 ნახვა

რუსეთის ფედერაციის განსაკუთრებულ სიტუაციათა სამინისტრო, მის ვებგვერდზე ინფორმაციას ავრცელებს, რომლის მიხედვითაც, 16 მაისს, ყირიმში, შავ ზღვაში, მეორე მსოფლიო ომის დროინდელი ავიამბომბი აღმოაჩინეს და ადგილზევე გაანადგურეს. 

გავრცელებულ ინფორმაციაში წერია, რომ პიროტექნიკოსებმა შავი ზღვის აკვატორიაში, ქალაქ ფეოდოსიის მახლობლად, საავიაციო ბომბის განაღმვითი სამუშაოები ჩაატარეს.  ასაფეთქებელი მოწყობილობა, ყირიმის პორტში შემავალმა გემმა აღმოაჩინა. გემის კაპიტანი წერდა, რომ ხომალდის რადარმა მოზრდილი ობიექტი დააფიქსირა. გემზე მყოფი მყვინთავი ზღვაში ჩავიდა და ავიამოწყობილობის მსგავსი ნივთი იპოვა.

"საშიში აღმოჩენის იდენტიფიკაციის, ძებნისა და გაუნებელყოფის ოპერაციის ჩასატარებლად, რუსეთის განსაკუთრებულ სიტუაციათა სამინისტროს საზღვაო რაზმის თანამშრომლები ადგილზე მივიდნენ. პიროტექნიკური განყოფილების მყვინთავები ზღვაში ჩავიდნენ.  მათი თქმით, იპოვეს დიდი სამამულო ომის დროინდელი, 250 კგ-იანი ფუგასური ავიაბომბი. 

მოწყობილობა ნაპირიდან 900 მეტრის დაშორებით, 17 მეტრ სიღრმეზე იყო. ამინდის კარგი პირობებიდან და ნაპოვნი ავიამოწყობილობის ტექნიკური მახასიათებლებიდან გამომდინარე, მისი ადგილზევე განადგურების გადაწყვეტილება მივიღეთ“, - განაცხადა უწყების ხელმძღვანელმა ალექსანდრე ერემეევმა.

პირველწყარო: mchs.gov.ru

 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი