ქედაში სახლში სამი გველი შევიდა

17 მაისი 2019, 15:36 24256 ნახვა

ქედაში, სოფელ ვარჯანისში საცხოვრებელ სახლში დღეს სამი გველი იპოვეს. გიული მახარაძე ყვება, რომ პირველად ქვეწარმავალი დილით შენიშნა და დასახმარებლად მეზობლებს დაუძახა. 

დაახლოებით, ერთი საათის შემდეგ კი, სახლში კიდევ ორი გველი შევიდა. 

ოჯახის დიასახლისი ამბობს, რომ სახლში ქვეწარმავალი სხვა დროს არასდროს შეუნიშნავთ. ისინი დახმარებას ქედის მერიას სთხოვენ და მიმდებარე ტერიტორიის შეწამვლას ითხოვენ. 

''შემეშინდა და მეზობელს დავუძახე. სახლში მხოლოდ ქალები ვიყავით. ერთი საათის შემდეგ მეორე გველი შემოვიდა და შემდეგ მესამე. ერთი და იმავე ადგილას. ხელისუფლებას მივმართავ დაგვეხმარონ, ეზო შეწამლონ. გვეშინია, სახლში ორი მცირეწლოვანი გვყავს'' - უთხრა აჭარის მაუწყებელს გიული მახარაძემ. 

ქედის მერიაში კი ამბობენ, რომ ქვეწარმავლებთან საბრძოლველად კონკრეტული პროგრამა არ აქვთ. 

ილონა შავლიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში