Google მოგზაურობის დაგეგმარებაში დაგეხმარებათ

17 მაისი 2019, 14:35 2380 ნახვა

GOOGLE-მა მოგზაურობის დასაგეგმი განყოფილება დაამატა. ახალ განყოფილებაში მოგზაურობასთან დაკავშირებულ ყველა საჭირო ინფორმაციას იპოვით - ფრენების, სასტუმროების, ტურისტული გიდების ან შვებულების პაკეტების პარამეტრებზე. ახალი განყოფილება სახელწოდებით Trips-შია გააერთიანებული.

ცალკე არსებობს საიტი -  google.com/travel-ი, სადაც მომხმარებელს შეუძლია საიტზე გააერთიანოს სასტუმროს ჯავშნის დამადასტურებელი კოდები და სხვა მნიშვნელოვანი ინფორმაცია, მიუხედავად, იმისა ჯავშანი Google-ის სერვისიდან იქნება გაფორმებული თუ არა.

აქვე Google დაგეხმარებათ გაიგოთ რა ამინდია მოსალოდნელი კონკრეტულ ქალაქსა თუ ქვეყანაში, სადაც დაგეგმეთ მოგზაურობა და იმ თარიღებში, როცა აპირებთ გამგზავრებას. 

Google-ის ახალი სამოგზაურო განყოფილება უკვე ამოქმედდა.

ანა ახალაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში