ხუცუბანში ავარიის დროს, ბავშვებმა ზედაპირული დაზიანებები მიიღეს

16 მაისი 2019, 12:07 1769 ნახვა

ქობულეთში, სოფელ ხუცუბანში ერთმანეთს ორი ავტომობილი შეეჯახა. ავარიის დროს 5 ადამიანი დაშავდა, მათ შორის ორი არასრულწლოვანია. 

ქობულეთის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის ინფორმაციით, პაციენტები პირველადი სამედიცინო დახმარების შემდეგ, რაიონულ კლინიკაში გადაიყვანეს. 

ავარიის დროს დაშავებულ 4 წლის ბავშვს ზედაპირული დაზიანებები ჰქონდა, 14 წლის ბიჭს კი თავის ტრავმა. 

მედიკოსების ინფორმაციით, 21 წლის მამაკაცს ასევე თავის არეში, 35 წლის ქალს კი ზედა კიდურებზე ჰქონდა დაზიანებები.

ავტოსაგზაო შემთხვევის დროს 49 წლის მამაკაციც დაშავდა, მას სხეულის სხვადასხვა მიდამოში ჭრილობები აღენიშნებოდა. 

მოქალაქეები ყვებიან, რომ სოფელ ხუცუბანში, აღნიშნულ მონაკვეთზე ავარიები ხშირად ხდება. რამდენიმე ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლითაც კი დასრულდა. ადგილობრივები საავტომობილო გზის გაფართოებას ითხოვენ. მათი თქმით ავარიების დიდი ნაწილი მოსახვევში ხდება, რომელიც ვიწროა. 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება, სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

ქეთევან ჭყონია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში