ივნისში ესტონეთიდან ბათუმში ჩარტერული ავიარეისი დაინიშნება

14 მაისი 2019, 12:00 1287 ნახვა

ბათუმში  ესტონეთის ტურისტული კომპანიების წარმომადგენლები იმყოფებიან. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის  წარმომადგენლებმა   რეგიონის ტურისტული პოტენციალის შესახებ პრეზენტაცია  გამართეს.   უცხოელი და ქართველი  ტუროპერატორები ერთობლივი პროექტები განხორიცლებას გეგმავენ.  

ტურისტულ კომპანიებთან თანამშრომლობის შედეგად უკვე ცნობილია რომ ივნისის მეორე ნახევარში  ესტონეთიდან  ბათუმში ჩარტერული ავიარეისი დაინიშნება.  ტუროპერატორების  სამ დღიანი ვიზიტი,   გარდა შეხვედრებისა   აჭარის ღირსშესანიშნაობების დათვალიერებასაც მოიცავს.  ინფოტურის პარალელურად ტურიზმის მოწვევით  რეგიონს ბელარუსი ჟურნალისტებიც სტუმრობენ,

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში