ბუქარესტში ქართველმა მოჭიდავეებმა 7 მედალი მოიპოვეს

14 მაისი 2019, 12:00 1947 ნახვა

რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში დასრულდა ჭაბუკთა საერთაშორისო ტურნირი,  სადაც  საქართველოს თავისუფალი სტილით ნაკრებმა 7 მედალი მოიპოვა. ტურნირის ჩემპიონები ბეჟან ბარსიონიძე , დავით კუჭუაშვილი და გიორგი ჩიხრაძე  გახდნენ,  ვერცხლის მედალს დაეუფლა გიგი ქურხული, მესამე საპრიზო ადგილები კი ნიკოლოზ სანთელაძემ, დავით აბდალაძემ და საბა გამთენაძემ დაიკავეს.

საერთო გუნდურ ჩათვლაში გიორგი კვინიკაძის გუნდი მეორე  ადგილზე გავიდა. ბუქარესტში გამართულ  შეჯიბრებაზე ჭიდაობის სამივე სახეობაში 22  ქვეყნიდან  ხუთასზე  მეტი სპორტსმენი ასპარეზობდა.

ქეთევან ბოლქვაძე
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში