19 მაისის არჩევნებთან დაკავშირებით გიორგი გახარიამ სპეციალური ბრძანება გამოსცა

11 მაისი 2019, 12:25 304 ნახვა

შუალედური და რიგგარეშე არჩევნების უსაფრთხო გარემოში ჩატარების უზრუნველსაყოფად შინაგან საქმეთა სამინისტრო დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ განცხადებას ავრცელებს. ბრძანების თანახმად, ტერიტორიულ ერთეულებში მოქმედი შესაბამისი სტრუქტურული დანაყოფები, წინასაარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას და უშუალოდ არჩევნების დღეს, თავიანთ სამოქმედო არეალში, სამართალდარღვევათა პრევენციას და მათზე დროულ რეაგირებას უზრუნველყოფენ.

ბრძანება ყველა პოლიციელს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას პოლიტიკური ნეიტრალიტეტის პრინციპის მკაცრად დაცვას ავალდებულებს. ასევე შინაგან საქმეთ სამინისტრომ ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან მემორანდუმი გააფორმა, რომლითაც განისაზღვრა საარჩევნო პერიოდში მხარეთა შორის თანამშრომლობისათვის დამატებითი ფორმები და შესაბამისი სამართლებრივი ჩარჩო. დოკუმენტი ასევე ითვალისწინებს არჩევნების დღეს ხმის მიცემის პროცესის მშვიდ და თავისუფალ გარემოში ჩატარების უზრუნველსაყოფად მხარეთა თანამშრომლობას, ერთობლივი ღონისძიებებისა და სამუშაო შეხვედრების ორგანიზებას.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში