საფრანგეთის შს მინისტრი - საქართველო არის დინამიური ქვეყანა და თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობა ამ ქვეყნიდან ერთგვარი ანომალიაა

10 მაისი 2019, 14:05 1105 ნახვა

თუ თავშესაფრის მოთხოვნის საკითხებზე არ ვიმუშავეთ, ხვალ, შეიძლება საქართველოსაც შეეზღუდოს თავისუფალი წვდომა ევროპასთან - ამის შესახებ საფრანგეთის შს მინისტრმა კრისტოფ კასტანერმა ქართველ კოლეგასთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ოფიციალური ვიზიტი მყოფი ძალოვანი სტრუქტურის პირველი პირი ამბობს, რომ შეურაცხმყოფელია საქართველოსთვისაც თავშესაფრის მთხოვნელთა ისეთი ნაკადი, რომელიც ბოლო პერიოდში საფრანგეთში ფიქსირდება.
 

კირტოფ კასტანერი აცხადებს, საქართველოსთან უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმზე ქართველ კოლეგასთან არ უსაუბრია, თუმცა მისი ამოქმედების შესაძლებლობა არსებობს. ვიზიტის ფარგლებში საფრანგეთის პირველი პირი შეხვდება პრემიერს და პრეზიდენტს. ვიზიტი მიზნად ისახავს ორ ქვეყანას შორის  საპოლიციო და სამართალდაცვით სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებას.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში