''ვაჩვენოთ პუტინის მონებს, რომ პატრიოტები მეტნი ვართ!" - ანიტა რაჭველიშვილის სოციალური კამპანია #ძალაერთობაშია

10 მაისი 2019, 10:39 3067 ნახვა

მსოფლიო მეცო-სოპრანო, საოპერო ვარსკვლავი, ანიტა რაჭველიშვილი სოციალურ ქსელში ახალ კამპანიას იწყებს  - #ძალაერთობაშია. 

მომღერალი საქართველოს ყველა იმ მოქალაქეს, რომელიც რუსეთს ოკუპანტად მიიჩნევს, სთავაზობს, 26 მაისამდე, ყოველდღიურად სოციალურ ქსელებში დაწერონ ჰეშთეგი #ძალაერთობაშია და საქართველოს დროშასთან ერთად გამოაქვეყნონ.

"დიდება და გამარჯვება საქართველოს! ვაჩვენოთ ამ პუტინის მონებს, რომ პატრიოტები გაცილებით მეტნი ვართ! ვაჩვენოთ ამ ლაჩრების მთავრობას, რომ მეტობაში ვართ და საქართველოს ვერასდროს დაამარცხებენ და ვერასდროს გაყიდიან ბინძური მოღალატეები და რუსეთის მონები!" - წერს ანიტა რაჭველიშვილი.

მსოფლიო ვარსკვლავის პროტესტი, გუშინ საქართველოს 5 ქალაქში, "უკვდავი პოლკის" მარშს მოჰყვა. რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მიერ მხარდაჭერილ მარშს, საქართველოში მოქალაქეების კონტრაქციები მოჰყვა - თბილისსა და ბათუმში. საზოგადოების დიდმა ნაწილმა მიიჩნია, რომ 9 მაისს, ფაშიზმზე გამარჯვების დღეს რუსული ფულით დაფინანსებული მარში მხოლოდ პოლიტიკურ სარჩულს ატარებს და  რუსული პროპაგანდის ნაწილია. 

"უკვდავი პოლკის" მსვლელობის მონაწილეები, არ მალავდნენ რომ რუსეთს არ მიიჩნევენ ოკუპანტად, უფრო მეტიც მას მეგობრად მხსნელად მოიხსენიებდნენ. თბილისის აქციაზე, მარშის ერთ-ერთმა წევრმა კი, რუსული ტელეარხებთან ინტერვიუს დროს, მუხლმოყრილმა სთხოვა ვლადიმერ პუტინს დახმარება. ნაწილს ჰქონდა გეორგიევსკის ლენტები და სხვა საბჭოთა სიმბოლიკაც, რაც კანონით საქართველოში აკრძალულია. 

 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში