ბათუმის სტადიონის ტრიბუნები ლურჯი იქნება

09 მაისი 2019, 18:20 3872 ნახვა

ბათუმის საფეხბურთო სტადიონის ტრიბუნები ლურჯი იქნება. აჭარის ეკონომიკის სამინისტროს ფეისბუქ გვერდზე დაწყებული გამოკითხვა უკვე დასრულდა. მოქალაქეებს არჩევანი ორ ფერს, ლურჯსა და ცისფერს შორის უნდა გაეკეთებინათ. 

გამოკითხვა ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. მოქალაქეების 65%-მა დააფიქსირა, რომ უპირატესობას ლურჯს ანიჭებს. 35%-ს კი ცისფერი მოსწონდა. 

აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს ფინანსთა და ეკონომიკისა სამინისტროში დაუდასტურეს, რომ სტადიონის ტრიბუნები ლურჯი იქნება და ეს საკითხი უკვე გადაწყვეტილია.

20 ათას მაყურებელზე გათვლილი, უეფას მეოთხე კატეგორიის საფეხბურთო სტადიონის მშენებლობა, წლის ბოლომდე უნდა დასრულდეს.

ქეთევან ბოლქვაძე
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში