საზღვაო გზით შემოსულ ვიზიტორთა რიცხვი გაიზარდა

09 მაისი 2019, 16:34 2364 ნახვა

საქართველოში სარკინიგზო და საზღვაო გზით შემოსულ ვიზიტორთა რაოდენობა გაიზარდა. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, იანვარიდან აპრილის ჩათვლით, სარკინიგზო მონაკვეთი 14 094-მა მოქალაქემ გადმოკვეთა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 16%-ით მეტია.

რაც შეეხება საზღვრის კვეთას საქართველოს პორტებში, ბოლო 4 თვეში სულ 11 352 ვიზიტი დაფიქსირდა. ბათუმის პორტზე კი 4 538 ვიზიტი მოდის.

საქართველოში ვიზიტორთა უმეტესობა სახმელეთო და საჰაერო გზით შემოდის.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში