მომავალ წელს აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ბიუჯეტი გაიზრდება

08 მაისი 2019, 18:00 237 ნახვა

2020-2023 წლების პრიორიტეტები და განვითარების საშუალოვადიანი გეგმა აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტმა წარადგინა. მომავალ წელს დაგეგმილია უწყების  ბიუჯეტის ზრდა  6,4  პროცენტით და   საერთო ჯამში 9 მილიონ 490 ათასი ლარი გახდება.

პრეზენტაციაზე ითქვა, რომ თანხების ხარჯვა ძირითადად  სამიზნე ქვეყნებში რეგიონის რეკლამირებას მოხმარდება. იგეგმება ასევე ტურისტებისთვის ახალი, ოთხსეზონიანი ტურისტული პროდუქტების შეტავაზებაც. ტურიზმის დეპარტამენტის ინფორმაციით, წელს ვიზიტორების ზრდა ძირითადად პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან,  ევროპიდან, ირანიდან, თურქეთიდან და ისრაელიდან დაფიქსირდა.

ემზარ დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში