საქართველო ოფიციალურად გამოვაცხადოთ ღვთისმშობლის წილხვედრ ქვეყანად - სოფო კილაძე

08 მაისი 2019, 18:05 2464 ნახვა

ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომობის დღის, 12 მაისის დასვენების დღედ გამოცხადებას საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა.

ცვლილებას მხარი 96-მა დეპუტატმა დაუჭირა. 

დეპუტატმა სოფო კილაძემ განაცხადა, რომ ეს ხალხის ერთგვარი დაკვეთაა და როგორც სახალხო პარლამენტმა ეს აზრი გაითვალისწინა. მისი თქმით საქართველო ღვთისმშობლის წილხვედრ ქვეყანად ოფიციალურად გამოაცხადა. 

''საკითხს, რომ საქართველო არის ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანა, დიდი სიმბოლური დატვირთვა აქვს ჩვენი საზოგადოებისთვის. ჩვენ როგორც პარლამენტი, რომელიც ხალხის აზრს უნდა გამოხატავდეს, ვფიქრობთ ძალინ მნიშვნელოვანია, საქართველო ოფიციალურად გამოვაცხადოთ ღვთისმშობლის წილხვედრ ქვეყანად'' - ამბობს კანონმდებელი. 

12 მაისს წმინდა ანდრია მოციქულის ხსენების დღეა და ის ოფიციალურად დასვენების დღედ არის გამოცხადებული, თუმცა კანონში ეს დღესასწაული მაინც აისახება. წმინდა სინოდის განჩინებით 12 მაისი ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის დღედ, 2018 წლის 27 დეკემბერს გამოცხადდა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში