თვეების შემდეგ ევროპის მოედანზე შადრევანი გაწმინდეს

08 მაისი 2019, 10:48 2715 ნახვა

ევროპის მოედანზე შადრევანი ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, ორი დღის წინ, ამუშავდა. ტურისტულ ქალაქში ერთ-ერთ ყველაზე ხალხმრავალ ადგილას, შადრევანში წყალი მთელი ზამთარი არ ჩაურთავთ.  

ბათუმის მერიის კეთილმოწყობის სამმართველოს ინფორმაციით, ზამთარში ძლიერი წვიმების დროს კონსტრუქციის მექანიზმი დაზიანდა. ძრავების მოწესრიგებას კი რამდენიმე თვე დასჭირდა. 

თებერვლიდან ევროპის მოედანზე შადრევანი პერიოდულად ირთვებოდა. 

მერიაში ამბობენ, რომ დაახლოებით 20 დღის განმავლობაში, გაწმენდითი სამუშაოების გამო, შადრევანი სრულად გათიშეს. 6 მაისს კი ჩაირთო.

2016 წლამდე შადრევანში, ევროკავშირის დროშის შესაბამისად, ლურჯ ფონზე ვარსკვლავები იყო დახატული. 

კითხვაზე იგეგმება თუ არა ზედაპირის გამოცვლა ან შეღებვა? ან დაბრუნდება თუ არა ევროკავშირის სიმბოლიკა? კეთილმოწყობის სამმართველოში ამბობენ, რომ რკინის კონსტრუქციების მოწესრიგებას გეგმავენ, მაგრამ დააბრუნებენ თუ არა ლურჯ ფონზე ვარსკვლავებs ჯერ უცნობია. 

სამუშაოები ტურისტული ობიექტების მოვლა-პატრონობის პროგრამის ფარგლებში განხორციელდა. 

 

ფოტო: ანა ახალაძე

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში