დასაბმელი გიჟი ყოფილა თუ ტელეფონით რამე დაგეგმა - მაჩალიკაშვილის ცოლი სუს-ის ბრალდებაზე

07 მაისი 2019, 18:00 1181 ნახვა

ჩვენ არ ვზრდით ტერორისტებს, სისაძაგლეებს რატომ გვაბრალებენ - უთხრა ჟურნალისტებს მალხაზ მაჩალიკაშვილის მეუღლემ, რომელიც სუს-ის შენობასთან იმყოფება.

მედიკო მარგოშვილი ამბობს, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მისი მეუღლის პროვოკაციაზე წამოგებას ცდილობს.

''იცის, რომ ყველა ტელეფონი ისმინება, მაშინ დასაბმელი გიჟი ყოფილა ჩემი მეუღლე, ტელეფონით, თუ რამეს გეგმავს. იმდენად ჭკუათხელი არ არის ტელეფონში ასეთ ბინძურ რაღაცებზე ილაპარაკოს. რა ტერორისტული აქტი? ამათ ძალიან სწყურიათ ტერორისტები. რატომ აკეთებენ ჩვენ მიმართ ასეთ საზიზღრობებს და ასეთ სისაძაგლეებს. ჩვენი აყრა უნდათ ხეობიდან. ჩვენ არ ვართ ტერორისტები. ახლა ყველანაირად ცდილობენ ჩემი შვილის მკვლელობის გადასაფარად ჩემი მეუღლე წამოაგონ პროვოკაციაზე'', - განაცხადა მარგოშვილმა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მტკიცებით, პანკისის ხეობაში სპეცოპერაციის დროს მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამას, ტერორისტული აქტის ორგანიზების გზით, რამდენიმე პირის მკვლელობა სურდა. ​სუს-ში საგანგებო ბრიფინგი დღეს გამართეს. 

ნათია კოპალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში