აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრო 2020-2023 წლებში 21 მილიონ ლარამდე დახარჯავს

07 მაისი 2019, 15:00 1849 ნახვა

აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრო 2020 წლისთვის სოფლის მეურნეობის მიმართულებაზე 15 მილიონ ლარზე მეტს დახარჯავს გარემოს დაცვის მიმართულებით კი 6 მილიონ ლარამდე.

2020-2023 წლებში განსახორციელებელი პროექტების შესახებ სამინისტროში შეხვედრა გაიმართა. უწყება აგროტექნოლოგიების დანერგვას, მემცენარეობისა და მეცხოველეობის,  მრავალწლიანი ხეხილოვანი კულტურების განვითარებას გეგმავს. სამინისტროსა და უმაღლეს საბჭოში ფიქრობენ, რომ მთავარი გამოწვევა ფერმერთა ინფორმირებაა. არასამთავრობო ორგანიზაციებში მიაჩნიათ, რომ მთავარი სამინისტროს მიერ გამოყოფილი თანხების შედეგად მიღწეული შედეგია.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში