საქართველოს პრეზიდენტი ოფიციალური ვიზიტით პოლონეთის რესპუბლიკაში იმოყოფება

07 მაისი 2019, 12:00 1129 ნახვა

საქართველოს პრეზიდენტი ოფიციალური ვიზიტით პოლონეთის რესპუბლიკაში იმოყოფება. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილი ოფიციალურ შეხვედრებს დღეს დაიწყებს, იქამდე კი, პოლონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის სასახლეში დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართება, რის შემდეგაც საქართველოს და პოლონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტები გაფართოებულ ფორმატში შეხვედრებს გამართავენ, მოგვაინებით კი ორი ქვეყნის პრეზინდეტი მედიასთან პრესკონფერენციაზე გააკეთებენ განცხადებას.

ორი  დღის განმავლობაში  დაგეგმილია შეხვედრები პოლონეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრთან,  სეიმის  და სენატის მარშალებთან, ქართველ სტუდენტებთან და დიასპორის წარმომადგენლებთან.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში