მორიგი სასამართლო დავა ტელეკომპანია რუსთავი ორის წინააღმდეგ

07 მაისი 2019, 12:04 1413 ნახვა

მორიგი სასამართლო დავა ტელეკომპანია რუსთავი ორის წინააღმდეგ. ამჯერად მაუწყებლის მეწილეებს 9 პროცენტის წილის მფლობელმა ნინო ნიჟარაძემ უჩივლა. სარჩელის ადრესატი გვარამიას თქმ8ით, თავდაცვაა.  ტელეკომპანია რუსთავი ორის გენერალური დირექტორი და იურისტები უნდობლობას უცხადებენ ქართულ სასამართლოს და ითხოვენ,  არხის 9%-იანი წილის მფლობელ ნინო ნიჟარაძესთან დავა საერთაშორისო არბიტრაჟმა განიხილოს.

ნიკა გვარამიას განცხადებით,  ნინო ნიჟარაძის მიერ დაგროვილი გადასახადების სახით კომპენსაციის მოთხოვნა  აჩენს  ეჭვებს, რომ სარჩელის შეტანა რეალურად არა ბიზნესპარტნიორებს შორის დავა, არამედ ეს არის ხელისუფლების მორიგი შეტევაა არხზე. გვარამიას განცხადებით, პროცესის მთავარი მიზანი “რუსთავი 2“-ის სარედაქციო პოლიტიკის შეცვლა და არხის დროებითი მმართველის რეგისტრაციაა. პოლიტიკურ სარჩელს ხედავენ პროცესებში იურისტებიც.  გუშინ გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომ ბრძოლას არ შეწყვეტენ და გადადიან თავდასხმის რეჟიმზე.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში