ბავშვთან გარყვნილი ქმედების მცდელობაში ბრალდებული ფსიქიატრიულში გადაიყვანეს

07 მაისი 2019, 12:41 2659 ნახვა

ბათუმში, 8 წლის ბავშვთან გარყვნილი ქმედების მცდელობაში ბრალდებული კაცი, ფსიქიატრიულ დაწესებულებაში გადაიყვანეს. პროკურატურის ინფორმაციით, სამედიცინო დასკვნის მიხედვით, მამაკაცი შეურაცხადია და მას იძულებითი სამედიცინო მკურნალობა სჭირდება. 

პოლიციამ კაცი 22 თებერვალს აიყვანა. სასამართლო პროცესი ბათუმის საქალაქო სასამართლოში 24 თებერვალს გაიმართა. მოსამართლე დავით მამისეიშვილმა გარყვნილ ქმედებაში ბრალდებული წინასწარ პატიმრობაში დატოვა. 

სამართალდამცველებმა საქმეზე გამოძიება, სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლის პირველი ნაწილითა და ასევე 139-ე მუხლით დაიწყეს, რაც 16 წლის ასაკს მიუღწეველთან, ძალადობის გარეშე, გარყვნილ ქმედებას ან სექსუალური ხასიათის მაგვარ ქმედებას გულისხმობს. 

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში