თორნიკე რიჟვაძე: ''ჰესში ჩამოშლილი გვირაბები კომპანიამ წლის ბოლომდე უნდა აღადგინოს''

06 მაისი 2019, 12:34 1740 ნახვა

შუახევიჰესში ჩამოშლილი გვირაბები მშენებელმა კომპანიამ წლის ბოლომდე უნდა აღადგინოს-აცხადებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე. თორნიკე რიჟვაძის  თქმით, კომპანიაში მისი მუშაობის  დროს,  სამმხრივი  შეთანხმება შედგა,   რომელიც   მაღალმთიანეთში მცხოვრები ოჯახებისთვის საგარანტიო დოკუმენტია. რეგიონის პირველი პირი აცხადებს, რომ თუკი აღნიშნული დოკუმენტით აღებული ვალდებულება დაირღვევა, მოსახლოებას უფლება აქვს სამართლებრივი  გზას მიმართონ.

შუახევიჰესი 2017  წელს გაიხსნა. ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ  2 თვეში კი გვირაბი რამდენიმე ადგილას ჩამოიშალა. მაღალმთიანეთის მოსახლეობა   ჰესის მშენებლობას თავიდანვე იმ არგუმენტით აპროტესტებდა, რომ  სამუშაოები შექმნიდა ეკოლოგიურ პრობლემებს,  ასევე საცხოვრებელ სახლებს დააზიანებდა. მშენებელი კომპანია ,,აჭარისყალი ჯორჯიაა“,  სადაც აღიარებენ, რომ გვირაბის დაზიანება   არადამახასიათებელმა გეოლოგიურმა მდგრადობამ გამოიწვია. მათივე ინფორმაციით  ჰესი ექსპლუატაციაში 2020 წლის  პირველ ნახევარში შევა.

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში