ბათუმის  "დინამო"   ქუთაისის “ტორპედოსთან"   დამარცხდა

04 მაისი 2019, 21:15 1435 ნახვა

3:2 ამ ანგარიშით ქუთაისი „ტორპედომ“ ბათუმის „დინამო“ ეროვნულ ლიგის მე-11 ტურის მატჩში დაამარცხა. შეხვედრა წყალტუბოს სტადიონზე გაიმართა. ანგარიში მე-3 წუთზე ნოდარ ქავთარაძემ გახსნა, ხოლო 25 წუთში  მან ისევ ეფექტური დარტყმით მეორე გოლიც გაიტანა.

პირველი ტაიმის ბოლოს ბათუმელებმა ერთი გოლი გაქვითეს, საჯარიმოში მამუკა კობახიძემ ხელით ითამაშა და ნიკოლოზ საბანაძემ პენალტი უნაკლოდ შეასრულა. მეორე ტაიმში ბათუმელები გააქტიურდნენ და ანგარიში გაათანაბრეს. თავი ჯოვინო ფლამარიონიმ გამოიჩინა. მე-80 წუთზე ბუდუ ზივზივაძემ ანგარიში 3:2 გახადა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. ამ გამარჯვებით "ტორპედომ" 20 ქულა დააგროვა და მესამე ადგილზეა, "დინამო ბათუმი" კი 22 ქულით კვლავ ცხრილის ლიდერია.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში