ორი ავტოავარია და ორი დაშავებული  

04 მაისი 2019, 21:30 3937 ნახვა

ორი ავტოსაგზაო შემთხვევა ერთ დღეს. დილით ბათუმი-ჩაქვის დამაკავშირებელ მაგისტრალზე, დაშავებულ ქალს ოპერაცია ჩაუტარდა, მას ჭრილობა გულ-მკრედის არეში ჰქონდა მიყენებული. პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.მერსედესის მარკის ავტომობილი გზაგამყოფ ბორდიურს შეეჯახა, ავტომობილში სამი ადამიანი იმყოფებოდა. თვითმხილველების ინფორმაციით, მანქანა გზაზე დასაშვები სიჩქარით მოძრაობდა, თუმცა უამინდობის გამო მოცურდა.

მათივე თქმით მაგისტრალის გზამყოფ ზოლში გაჭრილია არხი, სადაც წყლის დონე მაღალი იყო. შუა ხნის ქალს დაეჯახა ავტომობილი  ბარათაშვილის ქუჩაზე. ის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა. დაშავებულს ფეხი დაუზიანდა.  მედიკოსების განმარტებით მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ორივე ფაქტზე გამოძიება 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ნორმების დარღვევას გულისხმობს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში