ბათუმის ''დინამო“ დღეს ქუთაისის „ტორპედოს“ დაუპირისპირდება

04 მაისი 2019, 13:00 1558 ნახვა

დღეს დინამო „ბათუმი“ ქუთაისის „ტორპედოს“ დაუპირისპირდება. კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-11  ტურში,გუნდები ერთმანეთს წყალტუბოს სტადიონზე შეხვდებიან.

დინამო  ბათუმი 22 ქულით გათამაშების ლიდერია, ქუთაისის „ტორპედო“ კი  17 ქულით მეოთხე ადგილს იკავებს.  ბათუმელ  ქომაგებს შესაძლებლობა აქვთ, ევროპის მოედნიდან მატჩზე უფასოდ გაემგზავრონ. 

შემდეგ  მატჩს ბათუმის „დინამო“ 11 მაისს დინამო „თბილისის''  წინააღმდეგ გამართავს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში