პოლიციამ აჭარაში 422 აბი ნარკოტიკული საშუალება ამოიღო

04 მაისი 2019, 11:43 2027 ნახვა

შსს აჭარაში ორი მოქალაქე დააკავა რომლებსაც 322 აბი ''ექსტაზი'', 12 გრამი ''კოკაინი'' და 9 გრამამდე ჰეროინი ამოუღეს. ბრალდებულებს სავარაუდოდ 100 აბი'' მეტადონიც'' ქონდათ.

უწყების ინფორმაციით, საერთო ჯამში ამოღებულია 422  აბი ნარკოტიკული საშუალება. ბრალდებულები დიდი ოდენობის ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში