აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის განახლებული ვებ-გვერდი ჩაეშვა - სატესტო რეჟიმი  

03 მაისი 2019, 10:26 1535 ნახვა

აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს ახალი ვებგვერდი აქვს. იგი სატესტო რეჟიმში დღეს ჩაეშვა. მოქალაქეებს საშუალება აქვთ, ერთ სივრცეში, აჭარის მაუწყებლის სამივე პლატფორმაზე მომზადებულ მასალებს გაეცნონ, მოისმინონ და წაიკითხონ. საიტი ტელევიზიას, რადიოსა და ვებ-გვერდს აერთიანებს. 

ახალ ვებ გვერდზე საშუალება გაქვთ, ნებისმიერ დროს,  რადიო აჭარის პირდაპირ ეთერში უსმინოთ გემოვნებიან მუსიკას, გაეცნოთ საინტერესო და აქტუალურ ინფორმაციას. ლაივი ჩართოთ თქვენს სმარტფონებში

ნახოთ ტელევიზიის მიერ მომზადებული გადაცემები თუ საინფორმაციო გამოშვება. გაეცნოთ ამინდის პროგნოზს, გაიგოთ ვალუტის გაცვლითი კურსის შესახებ ინფორმაცია. 

უცვლელია მაუწყებლის ვებ-გვერდის მისამართი - ajaratv.ge  ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ადგილას, მობილური ტელეფონით თუ სხვა ნებისმიერი ელექტრონული მოწყობილობით, რომელსაც აქვს წვდომა ინტერნეტთან, შეგიძლიათ გაეცნოთ ინფორმაციის უწყვეტ ნაკადს.

მაუწყებელმა ახალი ვებ-გვერდის შექმნის გადაწყვეტილება 2018 წელს მიიღო და ტენდერი გამოაცხადა.  განახლებულ საიტზე, კომპანია EREDELI & Future Connections იმუშავა. 

მაუწყებლის ახალი ვებ-გვერდის დიზაინი მინიმალისტურია, მისი ტექნიკური შესაძლებლობები კი ყველა თანამედროვე გამოწვევას სრულად პასუხობს. 

სატესტო რეჟიმში გაგვიზიარეთ მოსაზრებები, რჩევები და შენიშვნები.  

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

უსმინეთ!

#უყურეთ!

პოპულარული

ამინდი