სამძებრო სამუშაოებს პრეზიდენტი გაეცნო

17 აგვისტო 2016, 00:00 3349 ნახვა

ცოტა ხნის წინ გონიოში, ორი ქართველი სამხედრო მოსამსახურის სამძებრო-სამაშველო ღონისძიებებს ადგილზე გაეცნო საქართველოს პრეზიდენტი. გიორგი მარგველაშვილი ადგილზე აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან ერთად მივიდა. დღესვე ცნობილი გახდა, რომ სამძებრო-სამაშველო ღონისძიებებში აშშ-ს სპეცდანიშნულების ძალებთან ერთად თურქეთის რესპუბლიკის სანაპირო დაცვის სამსახურიც ჩაერთო.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში