უსკოს გადაწყვეტიელბა დღეს გახდება ცნობილი

17 აგვისტო 2016, 00:00 2105 ნახვა

რა გადაწყვეტილებას მიიღებს უმაღლესი საარჩევნო კომისია პოლიტიკურ გაერთიანება „ცენტრისტებთან“ დაკავშირებით დღეს გახდება ცნობილი. უსკოში ამბობენ, რომ ცესკოდან ოფიციალურ დოკუმენტაციას ელოდებიან და ამის შემდეგ გაასაჯაროვებენ გადაწყვეტილებას.  “ცენტრისტები” უსკოში 24 ივლისს დარეგისტრირდნენ. პარტია გუშინ საარჩევნო რეგისტრაციიდან მოიხსნა. განკარგულება ცესკო-ს თავმჯდომარემ გამოსცა, რასაც საფუძვლად უდევს საჯარო რეესტრის ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, პარტია „ცენტრისტების“ ხელმძღვანელ პირებს უფლებამოსილება იურიდიულად არ გააჩნდათ.

ამავე კატეგორიაში