ერთიანი ეროვნული გამოცდები

03 ივლისი 2017, 20:00 886 ნახვა

ერთიანი ეროვნული გამოცდები დღესაც ქართულ ენასა და ლიტერატურაში ჩატარდება. გუშინ ქართული ენასა და ლიტერატურაში გამოცდა ორ სესიად ჩატარდა.  
6-7 ივლისს აბიტურიენტები ზოგად უნარებს,
10-11 ივლისს უცხო ენებს, 12 ივლისს გეოგრაფიას,
13 ივლისს მათემატიკას, 14 ივლისს ლიტერატურას,
17-ში ისტორიას, 18-ში ბილოგიას,19-ში ქიმიას ჩააბარებენ.
25 ივლისს პროცესი განახლდება და აბიტურიენტები თავს სამოქალაქო განათლებაში, 26-ში ფიზიკაში, სახვით და გამოყენებით ხელოვნებაში გამოცდიან. 27 ივლისი კი სტუდენტთა საგრანტო კონკურსს დაეთმობა.
    ერთიან ეროვნულ გამოცდებზე წელს 41 200-მდე აბიტურიენტია დარეგისტრირებული. აბიტურიენტი ცენტრში საგამოცდო ბარათზე მითითებულ დროსა და მისამართზე უნდა გამოცხადდეს. მან თან უნდა იქონიოს საგამოცდო ბარათი და პირადობის დამადასტურებელი მოწმობა. რეგისტრაციის დაწყებიდან ზუსტად ერთ საათში საგამოცდო ცენტრის შენობა დაიკეტება და დაგვიანებული აბიტურიენტი გამოცდაზე არ დაიშვება.

    ერთიანი ეროვნული გამოცდების დასრულების შემდეგ 2017 წლის საერთო სამაგისტრო გამოცდები დაიწყება.

ამავე კატეგორიაში