შეკვეთილში ტურისტული სეზონი ოფიციალურად გაიხსნა

15 ივნისი 2017, 20:00 831 ნახვა

შეკვეთილში ტურისტული სეზონი ოფიციალურად გაიხსნა. მინიატურების პარკში, რომელიც გასული წლის აგვისტოში გაიხსნა  საქართველოს  კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები და ღირსშესანიშნაობებია წარმოდგენილი. მათ ახალ სეზონზე 8 მინიატურა დაემატა. 
გასართობი პარკი “ციცინათელა” კი სეზონს განახლებული ატრაქციონებით შეხვდა. გახსნის დღესთან დაკავშირებით ორივე პარკი სტუმრებისთვის უფასოდ იმუშავებს. 

ამავე კატეგორიაში