კომპანია სილქნეტი აბონენტებს აფრთხილებს

15 მაისი 2017, 20:00 779 ნახვა

საკაბელო მომსახურების საფასურის შესაძლო გაძვირების შესახებ კომპანია ”სილქნეტმა” აბონენტები გუშინ გააფრთხილა. შეტყობინება კომპანიამ აბონენტებს საკაბელოს საშუალებით მიაწოდა. აბონენტებს კონკრეტული არხზე გადართვის დროს საინფორმაციო ჩარჩო დახვდათ, სადაც ეწერა:  ”გვსურს შეგატყობინოთ არასასიამოვნო სიახლე, ”რუსთავი 2”, ”იმედი” და ”მაესტრო” აბონენტებისთვის საზიანოდ შეთანხმდნენ, რომ ფასიანი გახადონ მათი არხების ჩვენება, რამაც შეიძლება გააძვიროს პაკეტის ღირებულება”.

„სილქნეტის” საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში ამბობენ, რომ შესაძლო გაძვირების შესახებ დეტალები გარკვეული არ არის და ვერ აზუსტებენ რამდენით შეიძლება გაძვირდეს სააბონენტო გადასახადი. 

ამავე კატეგორიაში