საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი მზადაა

22 აპრილი 2017, 20:00 606 ნახვა

11 თავი და 78 მუხლი - ამ რედაქციით საკონსტიტუციო კომისიამ ქვეყნის ძირითადი კანონის პროექტი მიიღო. დოკუმენტი, რომელზეც კომისიის წევრები 4 თვის განმავლობაში მუშაობდნენ, საქართველოს პარლამეტში მომავალ კვირას შევა, ვენეციის კომისიას კი სავარაუდოდ, ხუთშაბათს გადაეგზავნება. ქვეყნის საკონონმდებლო ორგანოში კომისიის  შენიშვნებს დაელოდებიან. პარალელურად, ქვეყნის მთავარი კანონის საყოველთაო სახალხო განხილვა დაიწყება, რასაც მომდევნო ერთი თვე დაეთმობა.

ამავე კატეგორიაში