საკონტრაქტო ჯარი

18 აპრილი 2017, 20:00 820 ნახვა

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო 18 აპრილიდან შეიარაღებულ ძალებში მოქალაქეებს იწვევს და მათ საკონტრაქტო სამხედრო სამსახურის გავლას სთავაზობს. სამსახურში 4-წლიანი კონტრაქტით მიიღებიან პირები, რომლებსაც სამხედრო სავალდებულო სამსახური არ გაუვლიათ,  წვევამდელთა სამხედრო აღრიცხვაზე იმყოფებიან და არ შესრულებიათ 27 წელი. 
  სამხედრო მოსამსახურეები ოთხი წლის განმავლობაში მაღალ ანაზღაურებას მიიღებენ. მათი თანამდებობრივი სარგო წოდების, თანამდებობისა და სამხედრო სტაჟის გათვალისწინებით იზრდება. ისინი უზრუნველყოფილნი იქნებიან თანამედროვე აღჭურვილობით, უფასო სამედიცინო მომსახურებით. 

ამავე კატეგორიაში