ცემის ფაქტი თურქეთის საბაჟო გამშვებ პუნქტზე

06 აპრილი 2017, 20:00 827 ნახვა

თურქეთის სასაზღვრო სამსახურის თანამშრომელსა და საქართველოს  მოქალაქეებს შორის, სარფის საბაჟო - გამშვებ პუნქტზე, ინციდენტი მოხდა. საქართველო-თურქეთის საზღვართან მომხდარი ფაქტის მოკვლევა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ უკვე დაიწყო. ჯერ-ჯერობით უწყებაში ოფიციალური განცხადება არ გაკეთებულა. 
ტრაპიზონში, საქართველოს საკონსულოში,  ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ინციდენტი მოხდა,  ადასტურებენ. ოჯახის წევრების ინფორმაციით თურქეთის მხარეს, მებაჟეებმა საქართველოს მოქალაქეს სცემეს.  კომენტარი საკონსულოს კონსულტანტმა გიორგი ყუშიტაშვილმა  გააკეთა.

ამავე კატეგორიაში