ბიუჯეტის არამიზნობრივ ხარჯვასთან დაკავშირებით „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს.

26 მარტი 2017, 20:00 996 ნახვა

ბიუჯეტის არამიზნობრივ ხარჯვასთან დაკავშირებით „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს. პარტია თანხების გაფლანგვას ამჯერად  ბათუმის მერიას ედავება. ნოდარ დუმბაძემ დღეს 2015 წლის სახელმწიფო აუდიტის დასკვნა წარმოადგინა, სადაც   ღონისძიება „ჰიტ ბათუმის“ ორგანიზებასთან დაკავშირებულ საქმიანობაზეა საუბარი. პარტიის წევრი აცხადებს, რომ დასკვნაში არსებულ რამდენიმე ათას გაფლანგულ ლარზე   პასუხისმგებლობა არც ბათუმის საკრებულოს და არც ქალაქის მერიას აუღიათ. ნოდარ დუმბაძე ამბობს, რომ  მას შემდეგ, რაც საკითხით „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“  დაინტერესდა, სახელმწიფი აუდიტის ოფიციალურ ვებგვერდზე  დასკვნა წაშალეს. 

ამავე კატეგორიაში