შეხვედრა მოსახლეობასთან

25 მარტი 2017, 20:00 859 ნახვა

უსაფრთხო საცხოვრებელი,  სასმელი წყალი, გზები, გარე განათება და სხვა ინფრასტრუქტურული პრობლემები ახალშენის მოსახლეობის მთავარ მოთხოვნად კვლავ რჩება. სოფლებში არსებული პრობლემები ადგილობრივებმა   მუნიციპალიტეტის გამგებელს შეახსენეს, რომელიც მოსახლეობასთან მისი საქმიანობის ანგარიშის წარსადგენად მივიდა. ნადიმ ვარშანიძე ახალშენი მკვიდრებს პრობლემების ნაწილობრივ მოგვარებას დაჰპირდა. გამგებლის საანგარიშო შეხვედრას ღია ცისქვეშ, ახალშენის ცენტრში საქართველოს პარლამენტსა და აჭარის უმაღლეს საბჭოს ქართული ოცნების დეპუტატებიც ესწრებოდნენ.

ამავე კატეგორიაში