ზურაბ გორგილაძის ხსოვნის საღამო

24 მარტი 2017, 20:00 764 ნახვა

ქობულეთის კულტურის სახლში პოეტ ზურაბ გორგილაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა. კულტურის ცენტრთან არსებულმა ახალგაზრდული კლუბ „სიჭაბუკის“ წევრებმა ლიტერატურულ-მხატვრული კომპოზიცია „მისი უდიდებულესობა - ზურაბ გორგილაძე“ წარმოადგინეს. საღამო მუსიკალურად ვოკალურმა ანსამბლმა „ქობულეთმა“ გაამრავალფეროვნა. საღამოს ზურაბ გორგილაძის ოჯახის წევრები და მეგობრები ესწრებოდნენ.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი